ახალი ამბები

“ოცნების” რეგიონული კოორდინატორი ამომრჩეველთან შეხვედრებს გეგმავს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შიდა ქართლის რეგიონულ კოორდინატორი აბიკო აბესაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.

ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის რეგიონული ოფისები ავრცელებენ.  მაგალითად, ქარელის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ, ფეისბუქ გვერდებზ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, შეხვედრის მსურველებმა რეგისტრაცია სატელეფონო ზარით უნდა გაიარონ. 

“იგეგმება შეხვედრა მ.პ.გ “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”-ს შიდა ქართლის რეგიონულ კოორდინატორთან აბიკო აბესაძესთან. შეხვედრაზე ჩაწერის მსურველები დაგვიკავშირდით. ტელ- 598410004”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

შეხვედრის თარიღებსა და ფორმატზე განცხადებაში მითითებულ ნომერზე ვერაფერი გვითხრეს. ამ კითხვებზე პასუხი ამ ეტაპზე არც აბიკო აბესაძეს ჰქონდა.

“შეხვედრები გვექნება პარტიის ოფისში ჩვენს ამომრჩეველთან. ფორმატი გადაწყვეტილი არ არის. ვისაც უნდა ჩემთან შეხვედრა შევხვდები და აქტიურად გავაგრძელებ მოსახლეობასთან კომუნიკაციას”, –  გვითხრა აბიკო აბესაძემ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები