ახალი ამბები

“გორმედში” პოლიცია გამოიძახეს – 30 წლის ქალის გარდაცვალებას დაძაბულობა მოჰყვა

“გორმედში” პოლიციაა მობილიზებული. კლინიკაში ცოტა ხნის წინ სოფელ რუისიდან 30 წლის ქალი შეიყვანეს, რომელიც როგორც ირკვევა, უკვე გარდაცვლილი იყო.

ოჯახის წევრები და ნათესავები გვიყვებიან, რომ 4 შვილის დედა მუშაობისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც გარდაცვლილად გამოაცხადა.

მას შემდეგ რაც, ცხედარს ზეწარი გადააფარეს, ოჯახის წევრებმა ქალს პულსი შეუმოწმეს და ირწმუნებიან, რომ ის ცოცხალი იყო.

“გორმედში” საკუთარი მანქანით გადაჰყავდათ, როდესაც მათი თქმით, გზაში დაიღუპა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.