მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი, სკოლის დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
კეჩხუაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ გადაწყვეტილება კომისიამ ცალმხრივად მიიღო.
“გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღეს. მე არ მოვითხოვდი ვინმეს დასჯას, მე მინდოდა მიეღოთ თანაბარი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამ ხნის განმავლობაში, მე არანაირი გადაცდომა არ მქონია არც პედაგოგებთან, არც ბავშვებთან. ამ დასკვნას არ ვეთანხმები. ვახტანგ სუხიტაშვილი არის მატყუარა, ასეთი კაცი არ უნდა იყოს სკოლის დირექტორი და მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ჩემი და თქვენი შვილები გაზარდოს”, – ამბობს თეა კეჩხუაშვილი
დატოვეთ კომენტარი