ხაშურში დასრულდა ეროვნულ-ინტელექტუალური ჩემპიონატი “ეტალონი”.
კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული ოსიაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანანო ქართველიშვილი გახდა.
“ანანო ქართველიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს ფინალში, რომელიც დეკემბერში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 77 გამარჯვებული მოსწავლე”, – ნათქვამია ხაშურის რესურსცენტრის განცხადებაში.
ფინალური შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, სადაც სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლე გამოვლინდება.
დატოვეთ კომენტარი