ახალი ამბები

კალათბურთელები გორში 2 გამარჯვებით დაბრუნდნენ

გორელმა კალათბურთელებმა ესტონეთში 6 მატჩიდან 2-ში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

“მოზაიკას” ტურნირის შესახებ გუნდის მწვრთნელი, ბექა ტატალაშვილი ესაუბრა. 

„მოგვიწია ისეთ გუნდებთან თამაში, რომლებიც შეთამაშებულები არიან და სეზონში 100 და მეტ შეხვედრას მართავენ. ჩვენ ასეთი დატვირთული კალენდარი არ გვაქვს და თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ბიჭებმა მოინდომეს და 2 მატჩი მოვიგეთ. ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს ჩვენმა კალათბურთელებმა და მეც, როგორც მწვრთნელმა“.

ტურნირზე გუნდის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო ზარიძე დასახელდა. 

„ესტონურ ტურნირზე ასპარეზობა ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს და თანაგუნდელებს. სხვადასხვა სტილის გუნდებთან თამაშის შედეგად დავინახეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და რაც მთავარია, მივიღეთ უდიდესი გამოცდილება“, – გვითხრა ზარიძემ. 

17 წლამდელთა საკალათბუთო გუნდი უკვე გორშია და მომავალი მატჩებისთვის მზადებას „სპორტ სკოლაში“ განაგრძობს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები