ხაშურელი მოჭიდავეები მევლუდ ჩხაიძის რესპუბლიკური ტურნირიდან 11 მედლით დაბრუნდნენ.
ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში მცხეთაში გაიმართა, სადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზეს. მათი მწვრთნელის, გიორგი კვინიკაძის ინფორმაციით, მათ 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპვეს.
ოქროს მედალოსნები:
- 85 კგ. – გუჯა ლომიძე;
- 41 კგ. – ლევან ნოზაძე;
- 29 კგ. – გიორგი გოგალაძე.
ვერცხლის მედალი:
- 41 კგ. – ნიკოლოზი ტალახაძე;
- 32 კგ – გიორგი ლომიძე;
- 32 კგ. – ჭიღლაძე იოანე;
- 32 კგ. – ნიკა ნოზაძე.
ბრინჯაოს მედლები:
- 35 კგ. – ბასიშვილი თორნიკე;
- 60 კგ. – ნოზაძე ლუკა;
- 65 კგ. – თედეშვილი გიორგი;
- 60 კგ. – კაპანაძე გიორგი.
აღნიშნული ტურნირი 2008-2010 და 2011-2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის ჩატარდა.
დატოვეთ კომენტარი