ახალი ამბები

“გორის დღის” ფურშეტზე მერიამ 1 149 ლარი დახარჯა

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ ხელშეკრულება გაუფორმა შპს “ნიკალა-გორი” ქალაქის დღესასწაულზე ფურშეტის მოსაწყობად.

სააგენტომ 1149 ლარი გადაუხადა რესტორანს “გორის დღეზე” მოწვეული სტუმრებისთვისა და ტექ.პერსონალისთვის ფურშეტის გამართვისთვის. გადახდილ თანხაში 14 დასახელების კერძი შევიდა.

“მოზაიკა” გთავაზობთ ჩამონათვალს:

ინფორმაციისთვის, “გორის დღე” 23 ოქტომბერს, ლომჭაბუკის სკვერში ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, დაჯილდოევდნენ საპატიო მოქალაქეები, ჩატარდა კონცერტი და მოეწყო ფოიერვერკი.

დატოვეთ კომენტარი