გორში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები მოქალაქეებს ამოწმებენ. “მოზაიკა” დღეს დილიდან ასეთი რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა და ერთ-ერთ მოქალაქეს გაესაუბრა კიდეც.
“გამაჩერეს, მკითხეს სახელი და გვარი, შეამოწმეს პირადობის მოწყობა. ჩაიწერეს ჩემი ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი სახლის მისამართი. შემდეგ შემიმოწმეს ნივთები და გადამიღეს ფოტო”, – გვითხრა მოქალაქემ.
გორის ქუჩებში სამოქალაქო ფორმიანი პოლიციელების მიერ მოქალაქეების ჩხრეკის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
“განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. მსგავსი სახის რეიდები პერიოდულად ხდება დანაშაულის პრევენციის მიზნით’, – გვითხრეს შსს-ში.
დატოვეთ კომენტარი