ბრალთან მიმართებაში პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუფიქსირებია, – ამის შესახებ სასამარათლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან დავით წეწვაძის ადვოკატმა განაცხადა.
ამავე თემაზე: რას ედავება პროკურატურა კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს და ვინ დაიცავს მის ინტერესებს სასამართლოში?
თამარ თედლიაშვილის თქმით, დავით წეწვაძის პროკურატურა სსკ-ს 182-ე და მე-200 მუხლების დარღვევაში ედავება, რაც თანხების მითვისებას და უაქციზო საქონელის გამოშვება, შენახვა, რეალიზაციას გულისხმობს.
“გამოძიება დაწყებულია სისხლის სასამართლის კოდექსის 182-ე და მე-200 მუხლებით. ბრალთან მიმართებაში პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუფიქსირებია. დღეს განიხილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი. საუბარია 2017 წლის ეპიზოდებზე”, – განაცხადა თედლიაშვილმა.