გორელმა ნოდარ ბიძინაშვილმა, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში, ოქროს მედალი მოიპოვა.
ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით ბიძინაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
” 85 კგ- ში მარჯვენა მკლავით შეჯიბრებაში, არავის დაუთმო პირველობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა. ნოდარ ბიძინაშვილი, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მკლავჭიდის სექციის წარმომადგენელია. მისი პირადი მწვრთნელები არიან ბიძინა ნარიაშვილი და თენგო ედილაშვილი”, – წერს სპორტის სააგენტო.
დატოვეთ კომენტარი