ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 35 სკოლაში ექიმის ვაკანსია გამოცხადდება 

გორის მუნიციპალიტეტის 35 სკოლაში ექიმის შტატი დაამატეს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კონკურსის შესახებ ინფორმაცია დაიდება teacherjobs.ge -ზე.

მისივე თქმით, საკონკურსო პირობები განისაზღვრება ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

“სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი”. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებსაც სკოლის ექიმი უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთია: 

  • პედიატრია;
  • საოჯახო მედიცინა;
  • ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი;

რესურცენტრის დირექტორის თქმით, თუ აღნიშნული სერტიფიკატი არ ექნება ექიმს, უარს მიიღებს გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად. სკოლის ექიმის ანაზღაურება იქნება 600 ლარი.

ხაშურის 28 სკოლაში ექიმის შტატი დაამატეს

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.