ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა 

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. მერიის ინფორმაციით, 2022 წელს მუნიციპალიტეტს 36 368 გრძივი მეტრი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება.

” პროექტების მიხედვით 25 413 მეტრი სოფლებში, ხოლო 10 945 მეტრი ქალაქში მოეწყობა. მიმდინარე წელს, გორში სამუშაოები ქალაქის 17 ქუჩაზე დაიგეგმა”, – აცხადებენ მერიაში. 

უწყების ცნობით, უკვე დასრულდა აბაშიძის, არაგველის, ქუჩიშვილის, ბესიკის, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია და  მიმდინარეობს 9 ქუჩის რეაბილიტაცია (აღმაშენებლის გამზირი, ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთი, რაზმაძის, რობაქიძის, გვერწითელის, გიორგი ბრწყინვალეს, ჩერქეზიშვილის, სოხუმის, ბაგრატიონის ქუჩები). უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები ანტონოვისა და სააკაძის ქუჩებზეც.

” გარდა ქალაქისა, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის 20 სოფელში დაიგეგმა. მათ შორის სამუშაოები დასრულდა 11 სოფელში, ( ბერშუეთი, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხიდისთავი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ტირძნისი, ქვახვრელი, ატენი) და მიმდინარეობს 6 სოფელში (კირბალი, ბერბუკი, ტინისხიდი, დიდი გორიჯვარი, ტინისხიდი, შერთული, ხელთუბანი)”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწყბის ინფორმაიით, მალე დაიწყება შიდა გზების რეაბილიტაცია ახალდაბასა და მეღვრეკისში, იგეგმება ასევე აძვისა და ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის მოწყობაც.

დატოვეთ კომენტარი