ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში მარიამ კოშკაძე შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
მან აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი, ვახო თურქაძე კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს.
მარიამ კოშკაძე მანამდე, ქარელის საკრებულოს აპარატში სპეციალისტად მუშაობდა. როგორც ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი ამბობს, აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმძღვანელს კონკურსის წესით შეარჩევენ.
“მარიამი ამ თანამდებიბაზე მოვალეობის შემსრულებელი იქნება მანამდე, სანამ კონკურსის წესით ახალი აუდიტის უფროსი შეირჩევა. ყველაფერს თავისი ვადები აქვს. სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოვაცხადებთ აღნიშნულ თანამდებობზე კონკურსს”, – გვითხრა ზაზა გულიაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი