გორის #3 საბავშვო ბაღთან ერთად, დასრულდა მეჯვრისხევის, მეღვრეკისი და ხელთუბნის საბავშვო ბაღების მშენებლობაც – ამ ინფორმაციას ბაღების სააგენტოს ანგარიშიდან ვიგებთ.
დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 01 მარტიდან 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა და მშენებლობა დასრულდა 4 საბავშვო ბაღში.
“დამთავრდა სოფელ მეჯვრისხევის, სოფელ ხელთუბნის და სოფელ მეღვრეკისის ბაღების მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ამ საბავშვო ბაღების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით: ავეჯით, ჭურჭელით, ტექნიკით, სათამაშოებით და სხვადასხვა აუცილებელი ინვენტარით და ნივთებით”, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, სამივე საბავშვო ბაღი ” გაიხსენება უმოკლეს ვადაში“
ახლო მომავალში იგეგმება გორის #3 საბავშვო ბაღის გახსნაც, რომელიც სააგენტოს თქმით, საჭირო ინვენტარითაც უკვე აღჭურვეს და მისი გახსნისთვის, ექპერტიზის დასკვნასღა ელოდებიან.
“ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზადაა, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომ ჩავიბაროთ შენობა და ბაღმა დაიწყოს ფუნქციონირება”, – ამბობენ სააგენტოში.