მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქარელის მერიას საცურაო აუზის მოვლა – პატრონობისთვის 2 მილიონი ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.
აღნიშნული ქარელის მერიამ, მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმაში ასახა.
დოკუმენტის მიხედვით, მერია ყოველწლიურად საცურაო აუზის დაფინანსებას 500 000 ლარით აპირებს,
ინფორმაციისთვის, ქარელში საცურაო აუზი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი