დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, 13 ოქტომბრიდან, რამდენიმე დღით გორის ცენტრალურ გამზირზე განთავსდა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკა, სადაც მოქალაქეებს 6 დაავადების სკრინინგის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ.
“ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, ც ჰეპატიტის, COVID19 -ს, დიაბეტის, მაღალი წნევის ერთდროული სკრინინგი ციფრული რენტგენის აპარატით და სწრაფი ტესტებით აღჭურვილ მობილურ კლინიკაში ჩატარდება”, – ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცენტრის ინფორმაციით, აქტიური სკრინინგით დადებითი შედეგის მქონე პირებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გააგზავნიან.
დატოვეთ კომენტარი