ახალი ამბები

ხაშურის მერია 2 ავტომობილს აუქციონზე გაიტანს

ხაშურის მერია 2 ავტომობილს “TOYOTA LENDCRUISER PRADO” და “HYUNDAI TUCSON” 37 000 ლარად ყიდის.

ხაშურის საკრებულომ ამ ავტომობილების პრივატიზაციის გეგმა უკვე დაამტკიცა. გეგმაში ვკითხულობთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები აუქციონის წესით იყიდება. განსაზღვრულია მათი საწყისი ფასებიც:

  • HYUNDAI TUCSON – 9 800 ლარი;
  • LENDCRUISER PRADO – 25 500 ლარი.

“ეს ავტომობილები ავარიულ მდგომარეობაშია. ამიტომ მერია ვეღარ სარგებლობს. ამიტომ მოხდა მათი პრივატიზაცია’, –  განმარტა საკრებულოს თავჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა.

დატოვეთ კომენტარი