გორის დღე 2022 16 ოქტომბრამდე გადაიდო. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების განმარტებით, სახალხო დღესასწაული ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო გადაიდო.
“გორის დღე 2022″ ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, 9 ოქტომბრის ნაცვლად ჩატარდება 16 ოქტომბერს. გელოდებით ლომჭაბუკის სკვერში, 16 ოქტომბერს 12 საათიდან”, – აცხადებს მერია.
დატოვეთ კომენტარი