ახალი ამბები

ხაშურის მე – 6 საჯარო სკოლის მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიენიჭა

ხაშურის მე-6 საჯაროს სკოლის, ინგლისური ენის პედაგოგს დიანა ტაბატაძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, 2022 წლის 04 ოქტომბრის N1225137 ბრძანებით მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. ვულოცავთ, დიანას პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, მენტორის სტატუსი მიენიჭა გორში მე -8 და მე -12 სკოლის პედაგოგებსაც. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი