“რუსეთი საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ. ვფიქრობ, რომ პუტინს და მის რეჟიმს დღეები აქვს დათვლილი. ალბათ, რომ დავივიწყოთ ჯობია”,- ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა საჭირო, რომ გორში შენობების ფასადებზე შენარჩუნებული იყოს 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი?
“ახალი მოცემულობა უნდა იყოს, რომელიც იქნება იმ შოვინისუტური რეჟიმისა და იმ რუსეთის ადგილას, რომელიც ითანამშრომლებს ევროპასთან, ჩვენთანაც და აღარ ექნება პრეტენზიები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს სიტუაცია მალე დადგება”, – განაცხადა რაზმაძემ.
ინფორმაციისთვის, გორში, სტალინის გამზირზე ფასადების რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოხდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე შემორჩენილი ნატყვიარების გადალესვა.
“ეს შენობები არ არის კულტურული მემკვიდრეობა, რომ ომის კვალი შენარჩუნებულიყო” – რაზმაძე
“ასე წაშალეს მთელი ისტორია” – გორში 2008 წლის დროს დარჩენილი ნატყვიარები გადალესეს