9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს მასშტაბით, იმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“.
ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები დაგეგმილია გორშიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გასტანს.
ფესტივალი 15:00 საათზე, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში დაიწყება.
- 15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
- 15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა;
ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფის მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
15:00–18:00 მასტერკლასები:
- პურის ცხობა;
- ჩურჩხელების ამოვლება;
- ჭაჭის გამოხდა;
- ფელამუშის მომზადება.
- 15:00–18:00 თიხის მასტერკლასები.
- 15:30–16:00 კოსტიუმირებული მუსიკოსები გუდასტვირებით.
- 16:00–19:00 ცეკვის მასტერკლასები.
- 15:00–20:00 ექსკურსიები მარნებში.
- 15:00–19:00 მუსიკალური პროგრამა – ჯაზური კომპოზიციები და დიჯეი.
- 15:00–18:00 ინტერაქტიული საექსპოზიციო სივრცე – „უძველესი სასმისები“.
- 16:30–17:30 შეფ დიმიტრი შარაშიძისა და სომელიე ნიკა ხომასურიძის შოუ – ღვინისა და კერძების შეხამება.
- 18:00–18:30 ქართული სუფრა და გუდასტვირი.
- 19:00–20:00 მუსიკალური კომპოზიციები – ინსტრუმენტი – საქსაფონი.
- 20:00 კონცერტი – თბილისის ბიგბენდი – მარიკო ებრალიძე, მაია ბარათაშვილი, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, თემო საჯაია, მარი პავლიაშვილი, ზაურ შავგულიძე.
დატოვეთ კომენტარი