ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც სახლი დაეწვა, ქარელის მერიამ კომპენსაცია არ მისცა

რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც ელბაქიანთკარში სახლი დაეწვა, ქარელის მერიამ კომპენსაცია არ მისცა. 

“ჩვენი კანონმდებლობით, რუსეთის მოქალაქეზე აკრძალულია რაიმე სახის დახმარების გაცემა სახელმწიფოს მიერ”, – გვითხრა ქარელის საკრებულოს დეპუტატმა იური ქობესაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხანძრის შედეგად, ელბაქიანთკარში 7 სახლი დაიწვა. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს 4 000 – 4000 ლარით დაეხმარა.

დატოვეთ კომენტარი