ახალი ამბები

გორის კულტურის და ტურიზმის სააგენტომ დირექტორის მოადგილის შტატი გააუქმა

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის განვითარების სააგენტომ დირექტორის მოადგილის შტატი გააუქმა.

ინფორმაციას სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ადასტურებს. მათი განმარტებით, სააგენტომ აღნიშნული შტატი გააუქმა და ამჟამად სააგენტოს დირექტორს სამის ნაცვლად, ერთი მოადგილე დარჩა.

სააგენტოში ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დავით დარბაიძე იკავებდა. რომელმაც თანამდებობა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. ის ანსამბლის “გორი” ხელმძღვანელად დაინიშნა.

დარბაიძის თქმით, საკადრო ცვლილებები მისი სურვილით განხორციელდა.

დატოვეთ კომენტარი