სოფელ ყარაფილასთან ოკუპანტები თხრილებს აკეთებენ.
სამუშაოები ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტები თხრილებს ტრაქტოტებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ.
“სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი