28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული დღე წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება.
შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს ინფორმაციას, სად შეუძლიათ მოქალაქეებს ცოფის ვაქცინის გაკეთება უფასოდ შიდა ქართლში:
- გორი – ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის მიმდებარე ტერიტორია); სტალინის ქუჩა – (სტალინის მუზეუმთან) კულტურისა და დასვენების პარკი;
- ქარელი – თამარ მეფის ქ. №24 ( შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის მიმდებარე ტერიტორია);
- კასპი – აღმაშენებლის ქ. №86 ( შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის მიმდებარე ტერიტორია);
- ხაშური – ტაბიძის ქ.№ 2 (მერიის მიმდებარე ტერიტორია).
ინფორმაციისთვის, საქართველოში 2015 წლიდან დღემდე, ადამიანის ცოფით დაავადების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. მიმდინარე 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი ქვეყანაში ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დატოვეთ კომენტარი