ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო განათებებს ყიდულობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია გასანათებელ მოწყობილობებს ყიდულობს. უწყებამ ამისთვის ტენდერი გამოაცხადა და 106 000 ლარი გაითვალისწინა. 

მერიაში განმარტავენ, რომ განათებები საახლოდ, ქალაქის მოსართავადაა საჭირო. 

მერია გეგმავს შეიძინოს:

1. სტრინგი 10 მ, 100 ლედი 220 ვ, კაბელი შავი-რეზინის კვეთი 0.3მმ2 სპილენძი თბილი არაციმციმა თეთრი ფლეშ ნათებით. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით. დაცვლის კლასი IP65 – 200 (ორასი) ცალი,

2. სტრინგი 10მ. 100 ლედი, IP44, 220 ვ, 4.4 ვატი. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით, 1მ. შტეკერით, არაციმციმა, კაბელი გამჭვირვალე, 2.5მმ. PCV, სპილენძი, 0.3მ2 – 1000 (ერთიათასი) ცალი,

3. მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.6მ. – 60 (სამოცი) ცალი,

4. მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.9მ. – 30 (ოცდაათი) ცალი,

5. ბაგირი 6მმ. – 5000 (ხუთი ათასი) მეტრი,

6. ჩამჭერი 6მმ. ბაგირის – 1000 (ათასი) ცალი,

7. ელ.სადენი ალუმინი 2/2.5 – 5000 (ხუთი ათასი) მეტრი,

8. პლასტმასის ხამუთი – 100 (ასი) ცალი.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

დატოვეთ კომენტარი