გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი ზამთრის ფეხსაცმელების შესაძენად, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 075 ლარი გაითვალისწინა.
სააგენტოს სურს შეიძინოს 155 წყვილი ზამთრის ფეხსაცმელი და 71 წყვილი რეზინის ჩექმა.
“სპეც.ფეხსაცმელი დრეკადი, გაუტეხავი, ტყავისგან დამზადებული მუქი ფერის წითელი ჩანართებით, დამცავი ცხვირით (მეტალი ან სხვა მასალა), წყალგაუმტარი, ფეხსაცმელს უნდა გაჩნდეს ამრეკლი ზოლი, მინიმუმ 5 ზონრის გასაყრელი, უნდა იკვრებოდეს თასმებით, ფეხსაცმლის სიმაღლე – კოჭის ზემოთ. რბილი და მოსახერხებელი ყელით”, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ასევეა განმარტებული რეზინის ჩექმების შემთხვევაში, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რეზინის ჩექმებს ქალი თანამშრომლებისთვის შეიძენენ.
“რეზინის ჩექმა ქალბატონებისთვის, დაბალ ყელიანი, მაღალი ხარისხის, მუქი ფერის, წყალგაუმტარი, დაღარული სქელი ძირით, ტენის შმთანთქმელი შიგნითა სარჩულით (დათბილული). ზომები 36-43”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ფეხსაცმელები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს სააგენტოს.