ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმმა ჯარიაშნელ მამაკაცს 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 

საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში მცხოვრები მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთიძემ განაცხადა. 

“ბოლო დაკავება მოხდა გორის მუნიციპალიტეტიდან, დაკავენულია ნუკრი კალაშნიკოვი და ე.წ სასამართლომ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა”, – განაცხადა ანთიძე. 

მისივე ცნობით, დაკავება მიმდინარე თვეში მოხდა. 

დატოვეთ კომენტარი