გორში, გორიჯვრის მიმდებარედ, ე.წ “კაკლები”-ს ტეროტორიაზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
უწყებამ სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 790 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მაგიდა და სკამები, ფანჩატური, საცეცხლური და წყარო.
შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი