სოფელ ვაყაში ამბობენ, რომ წელს რთველი აღარ ექნებათ, ასევე, ვერ შეძლებენ სარეალიზაციოდ იმ ვაშლის გატანას, რომლის დაკრეფასაც უახლოეს დღეებში გეგმავდნენ.
“საცოდაობაა, აგერ იქით კვირაში უნდა მოგვეკრიფა და რა ვიცი, რა ვქნათ, ვინ რას გვიშველის? ყურძები განადგურდა, ვაშლი სულ დაჟეჟილია და ბუნებრივია ამას ვეღარ გავყიდით”,- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
შეიქმნება თუ არა ზარალის დამთვლელი კომისია, ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, ზარალის ოდენობის დასადგენად.
დატოვეთ კომენტარი