ანალიტიკა / გამოძიება

ქარელის მერიას 5 ა(ა)იპ-ის შენახვა 6 მილიონზე მეტი უჯდება

ქარელის მერიას 5 ა(ა)იპ აქვს დაფუძნებული, რომელთა შენახვაც მუნიციპალიტეტს წელს  6 581 100 ლარი უჯდება. აღსანიშნავია, რომ 5 ა(ა)იპ-ს 700-მდე თანამშრომელი ჰყავს და მათ ხელფასებზე, ბიუჯეტიდან მიღებული თანხის 57%-ს ხარჯავს. 

ქარელის მერიის ა(ა)იპ-ების დაფინანსება:

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მუნიციპალური გაერთიანებაა, რომლის წლიური დაფინანსებაც 2 648 000 ლარია. ამ თანხის 69% კი სახელფასო ფონდია.

ა(ა)იპ-ის დასახელებაწლიური დაფინანსება სახელფასო ფონდისახელფასო ფონდის წილი მთლიან დაფინანსებაში
ა(ა)იპ ,,სკოლამდელი და
სკოლისგარეშე სააღმზრდელო
დაწესებულებების მუნიციპალური
გაერთიანება”
2 648 000 ლარი1 835 076 ლარი69 %
ა(ა)იპ ,,ქარელის კეთილმოწყობის
ცენტრი”
2 201 200 ლარი822 720 ლარი37 %
ა(ა)იპ ,,ქარელის მუნიციპალიტეტის
კულტურის და ხელოვნების
დაწესებულებების გაერთიანება”
918 600 ლარი682 225 ლარი74 %
ა(ა)იპ ,,ქარელის მუნიციპალიტეტის
სასპორტო დაწესებულებების
გაერთიანება”
688 300 ლარი361 152 ლარი52 %
ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ცენტრი”
125 000 ლარი92 368 ლარი73 %

როგორც ქარელის მერიიდან გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში ჩანს, მუნიციპალური  ა(ა)იპ-ების უმრავლესობა, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ძირითად ნაწილს ხელფასებზე ხარჯავს. 

ა(ა)იპ-ების თანაშრომლები:

ქარელის მერიის 5 ა(ა)იპ-ში ჯამში 684 ადამიანია დასაქმებული და მათი წლიური ანაზღაურება ჯამში 3 793 541 ლარია. 

ა(ა)იპ-ის დასახელებადასაქმებულთა
რაოდენობა
სახელფასო ფონდი
ა(ა)იპ “სკოლამდელი და
სკოლისგარეშე სააღმზრდელო
დაწესებულებების მუნიციპალური
გაერთიანება”
3251 835 076 ლარი
ა(ა)იპ “ქარელის მუნიციპალიტეტის
კულტურის და ხელოვნების
დაწესებულებების გაერთიანება”
142682 225 ლარი
ა(ა)იპ “ქარელის მუნიციპალიტეტის
სასპორტო დაწესებულებების
გაერთიანება”
59361 152 ლარი
ა(ა)იპ “საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ცენტრი”
1792 368 ლარი
ა(ა)იპ “ქარელის კეთილმოწყობის
ცენტრი”
129822 720 ლარი

შედარება გორის მერიის ა(ა)იპ-ებთან:

გორთან შედარებით, ქარელში ნაკლები მუნიციპალური ა(ა)იპ-ი არსებობს, თუმცა საბიუჯეტო დაფინანსების ძირითადი ნაწილის ხელფასებზე დახარჯავის პრაქტიკა ორივე მუნიციპალიტეტში მსგავსია.

აღსანიშნავია, რომ გორის მერიისგან განსხვავებით, ქარელის მერიას დაფუძნებული არ აქვს ისეთი ა(ა)იპ-ები, როგორიცაა:

  • მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო;
  • მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო;
  • მუნიციპალიტეტის სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახური;
  • მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი;
  • მუნიციპალიტეტის გაზეთი;

ამჟამად, გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს  ჯამში 1 450-მდე შტატიანი და 1 900 უშტატო თანამშრომელი ჰყავს. 11 ა(ა)იპ-ის შენახვისთვის კი გორის ბიუჯეტიდან დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება.

აღსანიშნავია, რომ გორის მერია ახალი ა(ა)იპ-ის, მუნიციპალური ინსპექციის შექმნასაც გეგმავს, რაზეც თანხმობა საკრებულოსგან უკვე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თანამშრომელი დასაქმდება და რა ოდენობის თანხით დაფინანსდება აღნიშნული სააგენტო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.