საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ქ. გორში გამართავს შეხვედრას მოსახლეობასთან თემაზე,
„როგორ შეუძლია სასამართლოს შეცვალოს შენი ცხოვრება“.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება ამონარიდები სხვადასხვა ფილმებიდან, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ.
“ჩვენ გვინდა მოსახლეობას ვესაუბროთ, იმაზე თუ რა გავლენას ახდენს სასამართლო სისტემა ჩვენს ცხოვრებაზე და როგორ შეუძლია კარგ სასამართლოს, შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ სასამართლოს არ მივმართავთ. გვინდა ვესაუბროთ ადამიანებს, რომ თუ სასამართლო არის ქვეყანაში გამართული, თუნდაც არ მოგიწიოს შემხებლობა, მისი კარგი ფუნქციონირება, დამოუიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ყველა ის პრინციპი რაც სასაართლოსთვის არის მნიშვნელოვანი თუ არის სახეზე, ამ შემთხვევაში ქვეყანაში ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარებით წინაპირობები არის შექმნილი. შეხვედრები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი
შეხვედრას გაუძღვება, თეიმურაზ თოდრია, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე,
ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი, კინომცოდნე,
ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი.
შეხვედრა 23 სექტემბერს 16:00 საათზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიში იერუშალაიმის ქ. #18 გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.