ხაშურის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული საბავშვო ბაღებით ხვდება.
საზეიმო ღონისძიებები ხაშურის მუნიციპალტეტის რამდენიმე საბავშო ბაღში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
“სკოლამდელი აღზრდა მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტულ საკითხადაა მიჩნეული, რადგან ბავშვების ბედნიერი მომავალი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია”, – აღნიშნა ა(ა)იპ ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველმა, ლელა გელაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი