სტატიები

კასპის მერია მაღალბიუჯეტიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერის გარეშე ყიდულობს 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე თვეს 7 მაღალ ბიუჯეტიანი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით. 

შვიდივე შესყიდვა სოფლის პროგრამით გათვალისიწინებული პროექტების ფარგლებში მოხდა. 

უწყებამ საერთო ჯამში ტენდერის გარეშე 171 786 ლარის ღირებულების სამუშაოები შეიძინა.

გამარტივებული წესით შესყიდული სამუშაოებისა და კომპანიების ჩამონათვალი ასეთია: 

  • სარწყავი არხის მოწყობა ახალსოფელში – 19 391 ლარი, შემსრულებელი შპს “მშენებელი”; 
  • მიწისქვეშა სანიაღვრე არხის მოწყობა მეტეხში – 26 430 ლარი, შემსრულებელი ზაურ ბახტაძე; 
  • გზების მოხრეშვა ორ სოფელში – 31 678 ლარი, შემსრულებელი დავით კოშაძე; 
  • გზების მოხრეშვა სოფლებში – 11 215 ლარი, შემსრულებელი დავით კოშაძე; 
  • სანიაღვრე არხის მოწყობა სოფელ ზადაინთკარში – 23 165  ლარი, შემსრულებელი შპს “სანადე”; 
  • გარეგანათების მოწყობა სოფელ მეტეხში – 39 910 ლარი, შემსრულებელი შპს “ჯითი 3 +”; 
  • სოფელ ბარბიანთკარში საუბნო გზების მოხრეშვა – 19 997 ლარი, შემსრულებელი “კასპის საგზაო”. 

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტისთვის 950 000 ლარია გათვალისწინებული. 

სოფლებში წყლის სისტემის მოსაწყობად ხაშურის მერიამ სამუშაოები გამარტივებული წესით შეისყიდა

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.