გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში ახალგაზრდული სივრცე ეწყობა. სამუშაოებს კომპანია “რედი” 54 443 ლარად ასრულებს.
აღნიშნული ცენრტრი სოფლის ადმინისტრაციული შენობის თავისუფალ სივრცეში ეწყობა.
პირველ ეტაპზე დაგეგმილი იყო არსებული კარ-ფანჯრებისა და დაზიანებული ნალესის დემონტაჟი.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია, სივრცის სრული რეაბილიტაცია, შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით მოწყობა. ტენდერში შერჩეულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად 45 დღე აქვს.
დატოვეთ კომენტარი