ურბნისის გარემონტებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს მიულოცა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ და ქარელის საგანმანათლებლო რესურსცერნტრის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ.
ურბნისის საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია,რისთვისაც რეგიონალური განვითარების ფინდიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.
“რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა ძირითადი კორპუსის კედლების, ტიხრების, იატაკისა და ჭერის განახლება, გათბობის სისტემის მონტაჟი, სველი წერტილების მოწყობა, სპორტული დარბაზის განახლება და დახურული გადასასვლელის მოწყობა ძირითადი შენობიდან სპორტულ დარბაზში. ასევე განხორციელდა ეზოს შემოღობვა-კეთილმოწყობა, ხელოვნურსაფარიანი მოედნის, საფეხმავლო ბილიკისა და გამწვანების ზონების მოწყობა. სკოლა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის”, – ნათქვამია ქარელის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაოებს ასრულებდა კომპანია „თელა“.