ახალი ამბები

„დილას“ აკადემიის აღზრდილი გაგნიძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

გორის „დილას“ აკადემიის აღზრდილი ნიკა გაგნიძე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

მართალია, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელ რამაზ სვანაძეს მოახლოებული მატჩებისთვის ჯერჯერობით ოფიციალური შემადგენლობა არ დაუსახელებია, თუმცა ნიკა გაგნიძის ნაკრებში გამოძახებას მისი ამჟამინდელი კლუბი „იმრანისპური“ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გორელი ნახევარმცველი გორის „დილადან“ თურქულ „იმრანისპურში“ 2022 წლის ივლისში გადავიდა.

გაგნიძეს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო 21 წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი 2021 წელს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მოგებულ (3-2) შეხვედრაში შედგა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები