ახალი ამბები

შეღავათებზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ, როდესაც აუზი აქტიურად დაიწყებს მუშაობას – ქარელის მერი

იქნება თუ არა სოციალურად დაუცველებისთვის რაიმე შეღავათი, ამას მოგვიანებით განვსაზღვრავთ, როდესაც აუზი აქტიურად დაიწყებს მუშაობას”, – განაცხადა ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აუზი უკვე შემუშავებული პაკეტების და ტარიფების მიხედვით იფუნქციონირებს.

“აუზზე დასაქმდა 14 ადამიანი. ვფიქრობთ, რომ აუზი წარმატებით იფუნქციონერებს, რადგან მომართვიანობა და სურვილი მოსახლეობის მხრიდან აუზით სარგებლობის ბევრია. ამ ეტაპზე აუზზე იმოქმედებს ის პკეტები, რომელიც მერიამ დაადგინა”, – განაცხადა გულიაშილმა.

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალური აუზით სარგებლობის მინიმალური ღირებულება პატარებისთვის – 60, უფროსებისთვის კი 80 ლარია.

აუზის ასაშენებლად ქარელის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები