ახალი ამბები

60 წელს გადაცილებული მამაკაცი 12 წლის გოგონას შეხვედრას მესიჯებით სთხოვდა 

შიდა ქართლში მომხდარი სავარაუდო დანაშაულიდან 24 საათზე მეტია გასული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, ჯერჯერობით ვერ შეძლო 60 წელს გადაცილებული მამაკაცის დაკავება, რომელსაც 12 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობას ედავებიან.

“მოზაიკამ” ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი ბავშვს სმს შეტყობინებებს უგზავნიდა და შეხვედრას სთხოვდა. შეტყობინებები ამოღებულია და უკვე გამოძიების ხელშია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდო პედოფილი, მსგავსი დანაშაულის ჩადენის მცდელობაში აქამდეც იყო შემჩნეული.

“ბავშვს ესემესებს უგზავნიდა და დედამ ნახა. გარდა ამისა, ჩალურჯებებიც ჰქონდა გოგოს. ამან გააჩინა ეჭვები და მერე ბავშვმა აღიარა. ეგ პიროვნება აქამდეც იყო შემჩნეული, ადრე სხვა ბავშვისთვისაც შეუთავაზებია. ლამისაა გადავირიო, მეც გოგოს პატრონი ვარ. უნდა ჩატარდეს სამართლიანი გამოძიება და თუ დაუდგინდა, სასტიკად დაისაჯოს”, – ამბობს ადგილობრივი.

გამოძიება დაწყებულია სსკ- ის 19-137-ე მუხლით, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავების და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი