12 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის საქმეში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაერთო.
სააგენტოს ცნობით, შსს-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი ჩართულია საპროცესო წარმომადგენლად. არასრულწლოვანთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგიც, მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს საჭირო ქმედებებს”, – ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 60 წელს გადაცილებული მამაკაცის მიერ 12 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.