ხაშურის მე-3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა გელაშვილი Fulbright Teaching Excellence and Achievement (TEA) and Fulbright Media Literacy Program, 2023 წლის შემოდგომის სეზონის მონაწილე გახდა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში 6-კვირიან დახელოვნების პროგრამას გაივლის.
“ვფიქრობ, რომ პროფესიისადმი დიდმა სიყვარულმა, ერთგულებამ და შრომამ განაპირობა ჩემი წარმატება. წელს მოვიპოვე გამარჯვება და შემარჩიეს ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების (Fulbright TEA) პროგრამის ფინალისტად. აშშ-ის მასწავლებელთა დახელოვნების სახელმწიფო პროგრამით (TEA) გავემგზავრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უნიკალური საშუალება მომეცემა, კიდევ მეტად განვვითარდე და დავხელოვნდე პროფესიული განხრით, გავიუმჯობესო სწავლების უნარ-ჩვევები და გავიღრმავო ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების შესახებ სემინარები, სასწავლო კურიკულუმის განვითარება, გაკვეთილის დაგეგმვა და ინსტრუქციული მიდგომები”, – გვითხრა ნანამ.
ნანა ხაშურის N3 საჯარო სკოლაში 2004 წლიდან ასწავლის. ამ წლების განმაბლობაში, ის სხვადასხვა პროგრამების აქტიური მონაწილე და გამარჯვებულიცაა.
“აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში. 2018 წელს პროგრამა eTwinning- ის ფარგლებში წარგზავნილი ვიყავი აზერბაიჯანში სადაც ვესწრებოდი კონტაქტურ სემინარს უცხოელ პედაგოგებთან ერთად. ხოლო 2019 წელს კი ავსტრიაში, ვენაში დავესწარი eTwinning-ის პროფესიული განვითარების სემინარს (PDW) “ციფრული კომპეტენციები და ინფორმაციული ტექნოლოგიების დიდაქტიკა”. წარმატებული სასკოლო პროექტების განხორციელებისთვის, ემს მოსწავლეებთან ერთად რამდეჯერმე დავჯოლდოვდი მასწავლებელთა სახლში. ჩემი წარმატებები ჩემი მოსწავლეების დამსახურებაა, ჩემი გამარჯვებები – მათი გამარჯვებაა”, – ამბობს ნანა.
პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ნანა აშშ-ში გაემგზავრება, სრულად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დააფინანსებს. პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს პედაგოგებს შორის კომუნიკაციას, კულტურათაშორის დიალოგს და პედაგოგოთა პროფესიულ ზრდას.