ახალი ამბები

ქარელის მერიამ საცურაო აუზი გახსნა – ფოტოები

ქარელის მერიამ საცურაო აუზი გახსნა. ღონისძიებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გუბერნატორიც დაესწრო.

საცურაო აუზი, რომლის მშენებლობისთვისაც 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარეობს.

საცურაო აუზი მოიცავს დიდ და პატარა აუზებს, სასადილოს სატრენაჟორო სივრცეს და, როგორც მერიაში ამბობენ, გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.

“აუზი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით, რომელთა შერჩევაც გასული ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ განისაზღვრა აუზით სარგებლობის ტარიფებიც:

  • ათ წლმადე ასაკის ბავშვებისათვის კვირაში 2 დღე – 8 გაკვეთილი თვეში – 60 ლარი;
  • კვირაში 3 დღე – 12 გაკვეთილი თვეში – 90 ლარი;
  • 2 და მეტი ბავშვის შემთხვევაში 10 წლიდან 18 წლის ჩათვლით, შეღავათი 10 ლარი თითო ბავშვზე;
  • დიდებისთვის კვირაში 2 დღე – 8 გაკვეთილი თვეში – 80 ლარი;
  • დიდებისთვის კვირაში 3 დღე – 12 გაკვეთილი თვეში – 120 ლარი.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები