გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში სასმელი წყლის 3 მოტორიდან, მხოლოდ ერთი მუშაობს, თუმცა ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის თქმით, ამის გამო სოფელს წყლის მიწოდების პრობლემა არ შეექმნება.
“სამი მოტორია, თუმცა აქედან სრული დატვირთვით, მხოლოდ ერთი მუშაობს. წყლის პრობლემა ნამდვილად არ არის სოფელში, ავზი სულ სავსეა. რა თქმა უნდა იგეგმება შეკეთება, მერია საქმის კურსშია და კომპანიამ, რომელმაც შეასრულა ეს სამუშაოები, დაევალება და მოხდება ამ მოტორების შეკეთება ან გამოცვლა. თავის დროზე არ გქვონდა გათვლა, რამდენი დაგვჭირდებოდა, ამიტომ გაკეთდა სამი”, – გვითხრა დავით ავაზნელმა.
მისი თქმით, დაზიანებული მოტორების შეკეთება კონტრაქტორი კომპანიას დაევალება, რომელსაც ხელშეკრულება 2024 წლის 25 იანვრამდე აქვს გაფორმებული.