ახალი ამბები

მინდა ოცნება ამიხდეს – ხაშურელი გოგონას ოცნება სასკოლო ნივთებზე

ხაშურში მცხოვრებ, 9 წლის ლიკას ოცნება აქვს, რომ სკოლაში ახალი ჩანთითა და ფანქრებით მივიდეს. საკუთარი სურვილების შესახებ გოგონამ წერილი დაწერა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“მე მქვია ლიკა, 9 წლის. მინდა, ოცნება ამიხდეს და სკოლაში ახალი ჩანთა, ფეხსაცმელები და ფანქრები მქონდეს. ჩემს დაიკოს უნდა ჯინსის ქურთუკი. მინდა, მოვიდეს კეთილი ფერია და ამიხდეს ოცნება”, – წერს გოგონა.

გოგონას ოცნების ასრულებაში საზოგადოების დახმარება სჭირდება. მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშზე:

  • GE87BG0000000222308500GEL
  • მიმღები: ნატა გოგალაძე
დატოვეთ კომენტარი