ორშაბათს, 5 სექტემბერს გორის „დილა“ საქართველოს ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას გამართავს.
25-ე ტურის შეხვედრაში „დილა“ საგურამოში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება და შეხვედრა 19:00 საათზე აიღებს სტარტს.
აღნიშნულ შეხვედრას „დილა“ მე-4 ადგილზე ხვდება 37 ქულით, ხოლო „ლოკომოტივი“ ჩემპიონატის გამოკვეთილი აუთსაიდერია და ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება 4 დაგროვილი ქულით.
ამ სეზონში „დილამ“ ორი მატჩი უკვე გამართა „რკინიგზელთა“ წინააღმდეგ და ორივე დამაჯერებელი ანგარიშით, 0-3 და 4-1 მოიგო.
დატოვეთ კომენტარი