გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად, რისთვისაც ბიუჯეტიდან 106 000 ლარი გაითვალისწინა.
უწყება გეგმავს შეიძინოს სხვადასხვა სახის განათებები:
- სტრინგი 10მ. 100 ლედი, IP44, 220 ვ,4.4 ვატი. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით, 1მ. შტეკერით, არაციმციმა, კაბელი გამჭვირვალე, 2.5მმ. PCV, სპილენძი, 0.3მ2 – 1500 (ათასხუთასი) ცალი,
- მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.6მ. – 60 (სამოცი) ცალი,
- მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.9მ. – 30 (ოცდაათი) ცალი,
- ბაგირი 6მმ. – 5000 (ხუთი ათასი) მეტრი,
- ჩამჭერი 6მმ. ბაგირის – 1000 (ათასი) ცალი,
- ელ.სადენი ალუმინი 2/2.5 – 5000 (ხუთი ათასი) მეტრი,
- პლასტმასის ხამუთი – 100 (ასი) ცალი.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მოწყობილობების მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი