ახალი ამბები

კასპში, შუახნის კაცი საკუთარმა ტრაილერმა იმსხვერპლა

უბედური შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში – შუახნის კაცი საკუთარმა ტრაილერმა იმსხვერპლა.

როგორც “მოზაიკას” ადგილობრივებმა აცნობეს, მძღოლს ტრაილერი დაუგორდა და გადაუარა.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც “მოზაიკას” გომელაურის უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები