ახალი ამბები

გორის 1-ელი საბავშვო ბაღის დირექტორად სააგენტოს ხელმძღვანელმა სიდედრი დანიშნა 

გორის 1-ელი საბავშვო ბაღის დირექტორად  სოფო სისუაშვილი დაინიშა. ის გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილის სიდედრია. 

სისუაშვილი მანამდე მე -17 საბავშვო ბაღში აღმზრდელი იყო, რაც შეეხება 1-ელი საბავშვო ბაღის ყოფილ ხელმძღვანელს, თიკა ალავიძემ დირექტორის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 1-ელი საბავშვო ბაღის დირექტორის შესარჩევად საჯარო კონკურსი არ გამოუცხადებია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.