“ყინწვისის” მარანი “ღვინის გზის” სიაში შეიტანეს და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ძამას ხეობაში შესაბამისი ნიშნულებიც დააყენა, – ამის შესახებ “მოზაიკას” მარანის ხელმძღვანელი აკაკი ლომიტაშვილი ესაუბრა.
ლომიტაშვილის თქმით, ეს ნიშნულები ტურისტსებს ძამას ხეობაში მოგზაურობას უფრო გაუადვილებს.
“ჩვენი ცნობადობის გაზრდის მიზნით, მონაწილეობა მივიღეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაარსებულ პროექტში “ღვინის გზა”, სადაც მოვიპოვეთ მანიშნებლების დადგმის უფლება. ჩვენი მარანი პირველი ოფიციალური მარანია ქარელში და ძამას ხეობაში, რომელიც ჩაჯდა “ღვინის გზის” სიაში. ეს გაზრდის ჩვენი მარნის ცნობადობას ღვინის ტურებით დაინტერესებულ ტურისტებში”, – ამბობს აკაკი ლომიტაშვილი.
დატოვეთ კომენტარი