30 აგვისტოს, 21:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლებს.
გორის “დილა” თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდი ცუდ ფორმაში ხვდება. გორელებს მიჯრით 4 მატჩი აქვთ წაგებული, ხოლო თბილისელებს 3.
“დილა” ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა 34 ქულით, “საბურთალო” მე-6 პოზიციას იკავებს 30 ქულით.
აქამდე ეს გუნდები სულ 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 8 შემთხვევაში გამარჯვება გორელებს დარჩათ, 10-ჯერ საბურთალოელებმა იმარჯვეს, ხოლო 7 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.
გულშემატკივრებს სტადიონის ტრიბუნებზე შესვლა 7 საათიდან შეეძლებათ.
დატოვეთ კომენტარი